ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როგორ უნდა მიხვდეს უსინათლო ადამიანი რომ ლამაზია? მხოლოდ სხვის სიტყვას თუ ენდობა!

როგორ უნდა მიხვდეს უსინათლო ადამიანი რომ ლამაზია? მხოლოდ სხვის სიტყვას თუ ენდობა!

დაბადების დღე: 28.12.2012
შეგროვებულია:
264 ₾
(დონორი: 10)
როგორ უნდა მიხვდეს უსინათლო ადამიანი რომ ლამაზია? მხოლოდ სხვის სიტყვას თუ ენდობა!

მაგდა (12 წლის): მეუბნებიან, რომ ლამაზი გოგო ვარ. მაგრამ მე ვერ ვხედავ ჩემ თავს. სულ მაინტერესებს, როგორ მხედავენ სხვები. იქნებ მართლა ლამაზი გოგო ვარ? სულ მეფიქრება ამაზე. 

ისეთი არ ვარ როგორც სხვები, მაგრამ სურვილები ისეთივე მაქვს, როგორც სხვა ბავშვებს. ჩემი დიდი ოცნებაა გასართობ ცენტრში მოხვედრა და ატრაქციონები! ერთხელ კარუსელზე ვიჯექი და ეს ყველაზე საოცარი შეგრძნება იყო. კიდევ ვოცნებობ ობსერვატორიაში მივიდე. ძალიან მინდა ვარსკვლავების ნახვა, ამბობენ როცა ღამდება ცაზე უამრავი ვარსკვლავი ჩნდებაო. ალბათ ვარსკვლავების ყურება რა ბედნიერებაა. ჰო, და კიდევ მინდა მქონდეს ბატუტი. აი ესაა ჩემი ოცნებები. 

კიდევ ერთ სურვილს გაგიმხელთ. მაგრამ ეს ალბათ აუსრულებელი ოცნება უფროა. არის ასეთი სერიალი - „იდეალური დედა“. ჰოდა იქ ერთი პერსონაჟია - მაკა. ვგიჟდები ამ მსახიობზე! (აკას როლს ასრულებს იაკო ჭილაია https://www.facebook.com/iako.chilaia). აი, თუ შეძლებთ მას რომ უთხრათ, რომ ძალიან -ძალიან მიყვარს, ესაც ჩემი სურვილის ასრულება იქნებოდა!