მკურნალობას საჭიროებისთვის განკუთვნილი პროგრამა, страница 2 - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მკურნალობას საჭიროებისთვის განკუთვნილი პროგრამა

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია საქართველოს მოსახლეობა გავაერთიანოთ მათ დასახმარებლად, ვინც საშინელ დაავადებებს ებრძვის, მაგრამ საკუთარი ძალებით უბრალოდ ვერ უმკლავდებიან.

პროგრამის პრინციპები

  • საბუთების საფუძვლიანი შემოწმება სპეციალისტების მიერ
  • შემოწირულობის გამჭვირვალობა და ღიაობა (თითოეულ თეთრს აკონტროლებს საერთაშორისო აუდიტი)
  • ანგარიში გაწეული დახმარების შესახებ

ავადმყოფი ადამიანების სურვილების ასრულება

ჯერ არ აქვს თოჯინა, მაგრამ სახელი უკვე მოფიქრებული აქვს - ანა-მარია! ის მთელი გულით ეყვარება ქეთას!
ჯერ არ აქვს თოჯინა, მაგრამ სახელი უკვე მოფიქრებული აქვს - ანა-მარია! ის მთელი გულით ეყვარება ქეთას!
ქეთა მზის შვილია, არ უნდა, მის „ვავაზე“ რომ ილაპარაკონ. მას ხომ, ბევრი ნიჭი აქვს: შეუძლია ჭურჭლის რეცხვა, ჯოხების წერა, სარეცხის დაფენა და დედიკოს ცრემლების შეჩერება ერთ წუთში. დედიკო ძალიან უყვარს და ეს ყველაზე კარგად გამოსდის! ისეთი გულთბილია, ნებისმიერ ადამიანს გაათბობს.
შეგროვებულია
456.97 ₾

დონორი
13
ანგარიში
თქვენ ნამდვილი „ნატვრის ამსრულებლები“ ხართ!
თქვენ ნამდვილი „ნატვრის ამსრულებლები“ ხართ!
გაიღიმეთ, მეგობრებო! სულიერად ჩაეხუტეთ ლაზარეს! ეს პატარა ბიჭუნა ხომ, ახლა, სწორედ თქვენი დამსახურებით არის ბედნიერი! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ლაზარე: გახსოვთ, ველოსიპედზე რომ ვოცნებობდი ყველაზე მეტად, მაგრამ ხერხემალი გამრუდებული მქონდა და მაშინ, არ შემეძლო ველოსიპედის ტარება - ნორმალურად სიარულიც კი არ შემეძლო. ახლა კი, შემომხედე! ოპერაციაც გავიკეთე და ველოსიპედიც მაქვს. დედაჩემიც აღარ ტირის ყოველდღე, ლოცულობს და მადლობას უხდის ფონდს და ხალხს... თქვენი ფონდის სახელიც კი დავიმახსოვრე - "ჩერნოვეცკის ფონდი", დედა ხშირად ახსენებს ლოცვებში! ასე რომ, იცოდეთ, თქვენ უბრალოდ "ნატვრის ამსრულებლები" ხართ!
შეგროვებულია
375 ₾

დონორი
37
ანგარიში
როგორ უნდა მიხვდეს უსინათლო ადამიანი რომ ლამაზია? მხოლოდ სხვის სიტყვას თუ ენდობა!
როგორ უნდა მიხვდეს უსინათლო ადამიანი რომ ლამაზია? მხოლოდ სხვის სიტყვას თუ ენდობა!
მაგდა (12 წლის): მეუბნებიან, რომ ლამაზი გოგო ვარ. მაგრამ მე ვერ ვხედავ ჩემ თავს. სულ მაინტერესებს, როგორ მხედავენ სხვები. იქნებ მართლა ლამაზი გოგო ვარ? სულ მეფიქრება ამაზე. ისეთი არ ვარ როგორც სხვები, მაგრამ სურვილები ისეთივე მაქვს, როგორც სხვა ბავშვებს. ჩემი დიდი ოცნებაა გასართობ ცენტრში მოხვედრა და ატრაქციონები! ერთხელ კარუსელზე ვიჯექი და ეს ყველაზე საოცარი შეგრძნება იყო. კიდევ ვოცნებობ ობსერვატორიაში მივიდე. ძალიან მინდა ვარსკვლავების ნახვა, ამბობენ როცა ღამდება ცაზე უამრავი ვარსკვლავი ჩნდებაო. ალბათ ვარსკვლავების ყურება რა ბედნიერებაა. ჰო, და კიდევ მინდა მქონდეს ბატუტი. აი ესაა ჩემი ოცნებები.
შეგროვებულია
264 ₾

დონორი
10
ანგარიში
თქვენ სიცოცხლე გაუხანგრძლივეთ მძიმედ დაავადებულ ნინის!
თქვენ სიცოცხლე გაუხანგრძლივეთ მძიმედ დაავადებულ ნინის!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნინის! ის პირადად თქვენთვის იღიმის! უკვე თითქმის ორი წელია, ნინი საავადმყოფოში წევს. გულწასული მიიყვანეს, ექიმებს იმედიც არ ჰქონდათ, რომ ოდესმე, გონს მოვიდოდა. მაგრამ ნახეთ, რა მოხდა! თქვენი დამსახურებით, ნინი არა მარტო გონს მოვიდა, არამედ კონტაქტშიც შემოდის! ყურებიანი ყურსასმენების ყიდვა გვთხოვა! ეს მისი ოცნება იყო მანამდეც, სანამ საავადმყოფოში დააწვენდნენ, დედას კი ფული არ ჰქონდა და მთელი მისი შემოსავალი, მედიკამენტების ხარჯებს ძლივს ფარავდა! ახლა კი, ნინის აქვს თავისი ოცნების ყურსასმენები და საყვარელ მუსიკას უსმენს, ჩიტების სიმღერას და ბუნების ხმებს! თავად ვერ გეტყვით მადლიერების სიტყვებს და ამიტომ, მთელი ფონდის სახელით, ჩვენ გიხდით მადლობას!
შეგროვებულია
176 ₾

დონორი
21
ანგარიში
არ მინდა საავადმყოფოში, სახლში მინდა, ჩემს დედიკოსთან და ძამიკოსთან!
არ მინდა საავადმყოფოში, სახლში მინდა, ჩემს დედიკოსთან და ძამიკოსთან!
ბარბარე სამი წლისაა. ცხოვრების უმეტესი ნაწილი მან საავადმყოფოებში გაატარა. მას ძალიან ეშინია თეთრხალათიანი ადამიანების, 12-ჯერ გაუკეთდა ნარკოზი, ხელები ნემსებისგან აქვს დაჩხვლეტილი და რამდენიმე რთული ოპერაცია გადაიტანა. ექიმებს ვერ გაურკვევიათ, რა სჭირს ამ ლამაზ გოგონას: ხან სახე უშუპდება, ხან ჩირქი სდის თვალებიდან და ცხვირიდან.
შეგროვებულია
61 ₾

დონორი
4
ანგარიში

დაგვიკავშირდით

ჩვენ მოხარული ვიქნებით მივიღოთ თქვენგან შეტყობინება!
თუ გვერდზე კითხვა-პასუხი თქვენთვის საჭირო ინფორმაცია ვერ მოიძიეთ,
გთხოვთ, ისარგებლეთ ქვემოთ მოცემული ფორმით.

ავადმყოფი ბავშვებისა და მოზრდილების ისტორია, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ

ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ამ უზარმაზარ სამყაროში ამხელა უიმედობის სხვა მაგალითი არ მოიძებნება! ამხელა ადამიანური ტკივილის სხვა მაგალითი არ არსებობს! არ არსებობს მაგალითი ახალგაზრდა ქალის ასეთი თავგანწირვისა, რომელმაც მძიმედ დაავადებული დედისა და ძმის გასაჭირს საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა! ნუთუ ჩვენ შევძლებთ, გვერდი გულგრილად ავუაროთ?.. ჩვენ გარდა ხომ ამ საბრალო ადამიანებს ვერავინ დაეხმარება!!!
მას შემდეგ, რაც 6 წლის წინ, ინსულტი გადაიტანა და მეუღლე გარდაეცვალა, დედაჩემს აღარაფერი ახსოვს! იმასაც ვერ აცნობიერებს, რომ მის სიცოცხლეს ყოველ წუთს საფრთხე ემუქრება, რადგან...
შეგროვებულია
120 ₾
დაეხმარა
8
მინდა დავეხმარო
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
წარმოიდგინეთ, მეგობრებო, თაბაშირისგან დამზადებულ აი ასეთ კორსეტს ატარებდა ჩვენი სტატიის გმირი, გაწამებული ანა 6 წლის ასაკიდან. ექვსი რთული ოპერაცია, „დიდი“ ქართველი პროფესორების ექვსი მტკიცე დაპირება. როგორ გადაიტანე ეს ყველაფერი, პატარავ?! იცოდე, რომ ჩვენი გულები ნაწილ-ნაწილ იფლითება შენდამი თანაგრძნობით!
ეს ლამაზი გოგო ეს-ესაა დაიბრუნებს თავის ბუნებრივ სილამაზეს. თურქი ექიმები, მადლობა ღმერთს, გარანტიას იძლევიან! თუ ახლა არ დავეხმარებით, შეიძლება ხერხემალი გადაუტყდეს და ნეკნებმა...
შეგროვებულია
10,642.65 ₾
დაეხმარა
868
მინდა დავეხმარო
ყველა პროექტის ნახვა

ავადმყოფი ბავშვებისა და მოზრდილების ისტორიების ანგარიშები

ტატანაშვილების ოჯახის მადლიერება
არ ვამეტებ, ფაქტობრივად, მკვდარი შვილი გამიცოცხლეთ, ჩემო ექიმებო, ჩვენო გულშემატკივრებო, კეთილო ადამიანებო... თქვენი დამსახურებაა, რომ ახლა მე ძაძები არ მაცვია და ჩემი შვილის საბოლოო გამოჯანმრთელებისათვის კვლავ განვაგრძობ ბრძოლას“ - თვალცრემლიანი ამბობს საავადმყოფოდან მომავალი იზა - გიორგის დედა.
შენგელიების ოჯახის მადლიერება
„თქვენ როდესმე გინახავთ ასეთი უშველებელი ტელევიზორი? ხელებს ვერ შემოაწვდენ! და ყველაზე საინტერესო მულტფილმებს აჩვენებს! ისეთს კი არა, როგორც ჩვეულებრივ ტელევიზორში, ლამაზს და მხიარულს!“
ენგოიანის ოჯახის მადლიერება
თქვენ ჩემს შვილს ბედნიერება აჩუქეთ, და ეს ფასდაუდებელია! ბევრად უფრო აქტიური გახდა, სულ კარგ ხასიათზეა, და ეს მხოლოდ თქვენი დახმარებისა და მხარდაჭერის დამსახურებაა!“
იარაჯულების ოჯახის მადლიერება
„როცა შვილმა დედა პირველად დამიძახა, ტირილი ამივარდა! ეს ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო! ერთად ვტიროდით ბედნიერებისგან, ორივე! ეს ისეთი ამაღელვებელი იყო! და ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებაა“
ბახტურიძეების ოჯახის მადლიერება
მართალია, მჯერა, რომ სასწაულები არსებობს, და თქვენი გამოჩენა ჩვენს ცხოვრებაში ამის მტკიცებულებაა. გამოჯანმრთელებას არ ველი, მაგრამ მაინც მჯერა, რომ უფალი დამეხმარება... უბრალოდ ახლა, ისე ძალიან აღარ მეშინია. თქვენ ხომ იზრუნებთ ჩემს შვილებზე, ასეა?
მამულაშვილების ოჯახის მადლიერება
თქვენ დღესასწაული გვაჩუქეთ! ასეთ მომენტებში, იჯერებ, რომ სასწაულები არსებობს! თქვენი დამსახურებით ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ის რაც შეგვემთხვა, ნამდვილი სასწაულია. და არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ!
ნაზარაშვილების ოჯახის მადლიერება
გულისხმიერი ადამიანების დამსახურებით, ჩვენს ოჯახში მოვიდა დღესასწაული. პატარა ნინი, ახლა დარწმუნებულია, რომ ყოველთვის გვექნება ყველაფერი, რასაც ვისურვებთ. ეს რწმენა და სიხარული, თქვენ აჩუქეთ, მეგობრებო.
თამაზაშვილების ოჯახის მადლიერება
„გახსოვთ, ჩემი შვილები რომ კითხულობდნენ, რატომ არ მოდის ჩვენთან თოვლის ბაბუა? ახლა მათ სჯერათ, რომ სწორედ ის გვგზავნის საჩუქრებს კეთილი ქართველების ხელით! ჩემს პატარებს კვლავ სჯერათ სასწაულების!“
ელბაქიძეების ოჯახის მადლიერება
„პირველად დაიძინეს დივანზე, და არა იატაკზე. ტელევიზორიც გვაქვს. ყველა ოცნება აგვიხდება. ლიზი კი ცნობილი ექიმი გახდება და უამრავ ადამიანს განკურნავსф, ალბათ ასევე მათ, ვინც ასეთ მძიმე დროს შიმშილით სიკვდილისგან გადაგვარჩინა.“
ჭაბუკიანების ოჯახის მადლიერება
„დაუჯერებელია, რომ ბავშვებს რამდენიმე თვის წინ, სახლში პურის ნამცეციც კი არ ჰქონდათ, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ პროდუქტი მხოლოდ მაღაზიაში ჰქონდათ ნანახი! ახლა კი მათ ახალი მაცივარი აქვთ, რომელიც გადატენილია გემრიელობებით!“
ლანა მაზიაშვილის მადლიერება
„მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში ჩერნოვეცკის ფონდი გამოჩნდა, თითქოს ხელახლა დავიბადე. თუკი ადრე ვერც მამჩნევდნენ და არც ესმოდათ ჩემი, ახლა, ყველაფერი შეიცვალა! სამსახურიც კი შემომთავაზეს! დაუჯერებთ? თავი სიზმარში მგონია! ამას როგორ ახერხებთ? წარმოუდგენელია.“
გაბიდაურების ოჯახის მადლიერება
„ნუთუ ეს შესაძლებელია? ნუთუ ჩვენც ვიმსახურებთ სიყვარულსა და მზრუნველობას? იმედგაცრუებისა და წყენის მრავალი წლის მანძილზე, მე და ჩემმა შვილებმა პირველად ვიგრძენით, რომ ვიღაცას ვჭირდებით... ის რაც სისხლით ნათესავებისგან არ მიმიღია, სრულიად უცხო ადამიანებმა მომცეს!“
გიორგაძეების ოჯახის მადლიერება
„მამა ფეხბურთზე წავიდა, იქ ჩვენი გუნდი თამაშობდა, გორის „დილა“. მე კი ამ თამაშს ჩემს ახალ პლანშეტში ვუყურე, რომელიც თქვენ მაჩუქეთ. მამიკო რომ დაბრუნდა, ყველაფერი მოვუყევი, რა და როგორ იყო. არ ელოდა. იცით, რა მაგარი იყო!“
ერაძეების ოჯახის მადლიერება
ადრე საერთოდ არაფერი გვქონდა, მხოლოდ ტირილი და სიკვდილი გვინდოდა, ახლა კი სურვილი გაგვიჩნდა დედაქალაქში ჩამოსვლისა და სილამაზის სალონში მისვლის!
ბერიძეების ოჯახის მადლიერება
ადრე მოწყენილი ვიყავი, ახლა კი მაქვს მხიარულების მიზეზი! შეხედე, რამდენი ახალი რაღაც გვაჩუქეს! ტელევიზორიც, დედიკოსთვის სარეცხი მანქანაც, ქურაც, კომოდიც! ჩვენ კი ყველაზე მეტად, „ტარაკნებიანი“ ტელევიზორი მოგვწონს!
მამულაძეების ოჯახის მადლიერება
კანფეტების წვიმა!!! აი, რას შეუძლია გაახაროს ყველაზე უბედური ბავშვიც კი! და ოთხ პატარას სწორედ ეს ვაჩუქეთ